გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის “ეკოჰაბში”, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, რომელიც გაუდაბნოების პრობლემასა და საქართველოს ტერიტორიაზე მისგან გამოწვეული შედეგების განხილვას დაეთმო.
“ეკოჰაბის” სტუმრები გაეცნენ გარემოსდაცვითი პრობლემების DPSIR მეთოდით შეფასებას და მისი გამოყენებით გააანალიზეს პრობლემის გამომწვევი ფაქტორები, გარემოზე არსებული ზეწოლა, მისი უარყოფითი გავლენა ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკაზე, ასევე იმსჯელეს იმ შესაძლო ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებითაც გაუდაბნოების პროცესების შერბილება ან მასთან ადაპტაციაა შესაძლებელი.