ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

განცხადება სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიშგების შესახებ

განცხადება სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიშგების შესახებ

გაცნობებთ, რომ "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება წერილობითი ფორმით და ანგარიშის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.

ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, კერძოდ 2014 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.

წიაღით მოსარგებლე სუბიექტები ვალდებულნი არიან ლიცენზიის გამცემს (სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 150ა) და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (მის: ქ. თბილისი, გულუას ქ N6) წარუდგინონ ანგარიში, რომელიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის N271 დადგენილებით დამტკიცებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ საინფორმაციო ანგარიშის და სტატისტიკური დაკვირვების 1-01, 1-02, 1-03 და 1-04 ფორმების შესაბამისად.

სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ლიცენზიის გამცემს (სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 150ა) წარუდგინონ ანგარიში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N179 ბრძანების შესაბამისად

 ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები დანართი N1;
 სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელები დანართი N2;
 თევზჭერის ლიცენზიის მფლობელები - დანართი N3;
 ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები - დანართი N4.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

 

საჯარო განხილვები