გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი “გარემოსდაცვითი მმართველი” მიმდინარეობს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შემუშავებული სასწავლო კურსის - ,,გარემოსდაცვითი მმართველი“, მიზანი კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის შესაბამისი კადრის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოში მსგავსი კადრი და ამ მიმართულების კადრის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა არ არსებობდა.