ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სასწავლო კურსი "გარემოსდაცვითი მმართველი"

სასწავლო კურსი "გარემოსდაცვითი მმართველი"

 სასწავლო კურსი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას "გარემოსდაცვითი მმართველის" დისტანციურ სასწავლო კურსზე! 

სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება, დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 30 ნოემბრამდე.

კურსის მიზანია კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის შესაბამისი კადრის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ  მონაწილე შეძლებს :
კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და განახლებას
კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზებას
ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებას

        სასწავლო კურსი შედგება ორი ძირითადი მოდულისგან და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. ნარჩენების მართვის კოდექსი და კომპანიის ვალდებულებები (3 დღე)
ნარჩენების მართვის კოდექსი - ზოგადი მოთხოვნები
ნარჩენების მართვის დაგეგმვა (კომპანიის მართვის გეგმა; გეგმის შეთანხმების წესი)
ნარჩენების ნუსხა და კლასიფიკაცია
ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგება
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვები და რეგისტრაცია
ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვის წესი
ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვები
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება
ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები

2. ინსპექტირების პროცედურები და კანონაღსრულება (2 დღე)
სახელმწიფო კონტროლის მიზნები და მექანიზმები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში
რა არის ინსპექტირება
რეგულირების ობიექტის უფლებები და ზოგადი ვალდებულებები ინსპექტირების პროცესში
თვითმონიტორინგი
ინსპექტირების შედეგები
ადმინისტრაციული საქმის წარმოება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
გონივრული ვადები

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: ლექციები ჩატარდება კვირაში ხუთ დღეს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:30-14:30 საათამდე. მომდევნო ორშაბათს ჩატარდება სასერტიფიკატო გამოცდა.
პროგრამის მოცულობა: 27 საათი 
სწავლების ენა: ქართული
დისტანციური კურსის ღირებულება: 460.50 ლარი

ხუთდღიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ ჩატარდება ტესტირება, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს გადაეცემა სერტიფიკატი.

სასწავლო კურსს გაუძღვებიან:
ალვერდ ჩანქსელიანი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 
აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში მუშაობის 33 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 27 წლიანი გამოცდილება ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში.

ირმა გურგულიანი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე.
აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში მუშაობის 19 წლიანი გამოცდილება.

ნელი კორკოტაძე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი. აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში, სახელმწიფო კონტროლის და ინსპექტირების მიმართულებით მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება.

კონსტანტინე ხაჭაპურიძე - დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი ექსპერტი.
აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის, მათ შორის, ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება

*საქართველოს კანონის - ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ მე-15 მუხლის პირველი ნაწილის ვალდებულების შესაბამისად, (ამოქმედდება 2016 წლის 1 თებერვლიდან), ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტი ინერტული ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ეკისრებათ ვალდებულება ჰყავდეთ  ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კადრი - გარემოსდაცვითი მმართველი. 


მისაღები პროცედურები


სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 


საკონტაქტო ინფორმაცია 
ნანა დვალი +995 577 282 226, Nana.dvali@eiec.gov.ge 
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი +995 32 2 11 20 23
ელ.ფოსტა:info@eiec.gov.ge
მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #6, 0159  ქ. თბილისი, საქართველო

   

საჯარო განხილვები