ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ახალგაზრდა მემაცივრეების, კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სპეციალისტთა ასოციაცია

ახალგაზრდა მემაცივრეების, კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სპეციალისტთა ასოციაცია

გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აანონსებენ „ახალგაზრდა მემაცივრეების,  კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სპეციალისტთა ასოციაციის“ დაარსებას და მოუწოდებენ ახალგაზრდებს, შეუერთდნენ აღნიშნულ ინიციატივას.

ასოციაციის დაარსებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 5 ნოემბერს 12 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მისამართზე: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. # 68.

ასოციაციის დაარსების მიზანი:

  • სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების დარგის პოპულარიზაციის გაზრდა საქართველოში;
  • შესაბამისი დარგის კვალიფიცირებული სპეციალისტების აღზრდა;
  • ახალგაზრდა  სპეციალისტებისთვის თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა გარემოსდაცვით საკითხებში, მათ შორის სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირების და თბური ტუმბოების დარგში;
  • ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმების ხელშეწყობა.

ასოციაციაში გაწევრიანება:

ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდას ან სტუდენტს,  რომელიც სწავლობს ინჟინერიის მიმართულებაზე უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში.

ასოციაციაში გაწევრიანების მიზნით, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1R4_Er8ACnbj235-uZp_MqLj944I4Pby4ETMwfpikF6Q/edit  

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

  • ირინა უგრეხელიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  მობ: 551 97 03 01; Ugrekhelidzeirine05@gtu.ge
  • ლალი თევზაძე: პროექტის მენეჯერი, გაეროს განვითარების პროგრამა: მობ: 557 73 69 19; lali.tevzadze@undp.org

 

საჯარო განხილვების არქივი