სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს იდეების კონკურსს IX–XII კლასის მოსწავლეებისთვის.
კონკურსი ტარდება პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას ტყის დაცვისა და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში.
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ინოვაციური იდეების შექმნაში, რომლებიც ხელს შეუწყობს:
ტყის დაცვას
ტყის აღდგენას
ტყის ხანძრების პრევენციას
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას
ვის შეუძლია მონაწილეობა
მიმდინარე კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ საქართველოსსკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს.
მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად.
განაცხადების მიღება: 16 მარტი – 19 აპრილი
კონკურსის ფორმატი
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი– იდეების ონლაინ მიღება
მონაწილეები ონლაინ ფორმის საშუალებით წარმოადგენენ საკუთარ იდეებს.
II ეტაპი– ფინალისტების პრეზენტაციები
ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო იდეას, რომელთა ავტორებიც საკუთარ პროექტებს წარადგენენ ჟიურის წინაშე.
ფინალისტებისთვის გათვალისწინებულია
გამარჯვებულებს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ.
საგანმანათლებლო ვიზიტი დაცულ ტერიტორიაზე
შეხვედრა სატყეო სპეციალისტებთან
ფინალური ღონისძიება და დაჯილდოება ჩატარდება კახეთში, 3-დღიანი პროგრამის ფორმატში, რომლის ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა
განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1YM6OBkU2NkgTVF_wdcngDXotNDGBUYv_PVJ0Obr0USo/edit