ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკებთან დაკავშირებით ტრენინგები უტარდებათ

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკებთან დაკავშირებით ტრენინგები უტარდებათ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო.

სწავლების მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ მზადყოფნისა და მდგრადობის გაძლიერებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

ტრენინგები ხორციელდება პროექტის სამიზნე 46 მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის და მიზნად ისახავს მათი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით. პროგრამა დაეხმარება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, გახდნენ უფრო მედეგნი კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული საფრთხეების მიმართ.

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე, კატასტროფების განმაპირობებელი ფაქტორები, რისკის შემცირების მექანიზმები, რისკების შეფასებისა და ანალიზის ინსტრუმენტები, თემის მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასება, კატასტროფების რისკის შემცირების საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში, ასევე საგანგებო მართვის გეგმის შემუშავების წესი და ძირითადი პრინციპები.

ტრენინგებში მონაწილეობენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მეთოდისტები, აღმზრდელები, სპეციალისტები და მენეჯერები. ჯამში, 46 მუნიციპალიტეტიდან დაგეგმილია 150-ზე მეტი წარმომადგენლის ჩართულობა.

ტრენინგების ციკლი 10 ივნისს დაიწყო და ივნისის განმავლობაში ხუთ ეტაპად ჩატარდება, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით.

საჯარო განხილვების არქივი