ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP 4) პროექტის შესახებ თემატური საჯარო განხილვები

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, ქ. თბილისი

2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP 4) პროექტის შესახებ თემატური საჯარო განხილვები გაიმართება. შეხვედრები ონლაინ ჩატარდება შემდეგი საკითხების მიხედვით:

  • ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება - 16 მაისი, 11:00-14:00 სთ
  • ატმოსფერული ჰაერის დაცვა; კლიმატის ცვლილება - 17 მაისი, 11:00-15:00 სთ
  • ნარჩენების მართვა; ქიმიური ნივთიერებების  მართვა - 18 მაისი, 11:00-15:00 სთ
  • წყლის რესურსების დაცვა; შავი ზღვის გარემოს დაცვა - 19 მაისი, 11:00-15:00 სთ
  • ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები; ტყის მართვა - 23 მაისი, 11:00-15:00 სთ
  • გარემოსდაცვითი მმართველობა; ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების მართვა - 24 მაისი, 11:00-15:00 სთ
  • მიწის რესურსების დაცვა - 25 მაისი, 11:00-15:00 სთ
  • გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის - 27მაისი, 11:00 – 14:00 სთ

თემატურ საჯარო განხილვებში მონაწილეობა შესაძლებელია ZOOM პლატფორმის საშუალებით შემდეგ ბმულზე - https://us06web.zoom.us/j/89642852929 Meeting ID: 896 4285 2929

აღნიშნულ საკითხზე საკონტაქტო პირია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე გენადი ჯანგიძე - genadi.jangidze@mepa.gov.ge.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის 20.12.2019 წლის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების“ წესის შესაბამისად, შემუშავდა 2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP 4) პროექტი.

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას. გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავება განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე; კერძოდ, საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ მოითხოვს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის რეგულარულ, ხუთწლიანი პერიოდით შემუშავებასა და განხორციელებას. ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 304-ე მუხლის შესაბამისად, თანამშრომლობა, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პერიოდულად შემუშავებას, განახლებას და დამტკიცებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP 4) პროექტის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს - https://bit.ly/3KYwztw