გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფ. ახალსოფელში (ჯუმი) შპს „საგზაოს“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) გადამუშავების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1003
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 9 დეკემბერს, 11:00 საათზე. მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჯუმის საბავშვო ბაღის შენობა.