2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. აღნიშნული შეთანხმება კლიმატის ცვლილების მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება, რომლის ძირითადი მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების და ეკონომიკის სექტორებზე ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვნად შემცირება, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვით და/ან დამატებით 1.5˚C-მდე შეზღუდვის მცდელობით.
პარიზის შეთანხმება მოუწოდებს ქვეყნებს - შეიმუშაონ დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიები. პარიზის შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ, შეიმუშავა დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი კონცეფციის პროექტი, კონცეფცია განსაზღვრავს ეროვნული ემისიებისა და შთანთქმის სავარაუდო მაჩვენებლების დიაპაზონს და აყალიბებს ხედვას 2050 წლისთვის, რომელიც დამყარებულია სათბურის გაზების ემისიისა და შთანთქმის პროგნოზებზე სათბურის გაზების ემიტორი და შთანმთქმელი სექტორებიდან.
აღნიშნულ დოკუმენტზე საჯარო განხილვების ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მხრიდან მიღებულ იქნა მოსაზრებები და შენიშვნები, რისი გათვალისწინებითაც მოხდა დოკუმენტის კორექტირება.
გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის (LT-LEDS) საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვა გაიმართება ვირტუალურ ფორმატში ა.წ. 13 დეკემბერს 11:00 საათზე.
შეხვედრის ლინკი: https://us06web.zoom.us/j/85004422770