ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ჯვარი-წყალტუბოს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (სოფელ ბალდის მიმდებარე მონაკვეთი - ანძები N66-დან N108-ის ჩათვლით - 14.8 კმ)

სამეგრელო და ზემო სვანეთი, მარტვილი, ინჩხურის თემი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. ინჩხური

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ჯვარი-წყალტუბოს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (სოფელ ბალდის მიმდებარე მონაკვეთი - ანძები N66-დან N108-ის ჩათვლით - 14.8 კმ) 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 8 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/0762f69c-42c8-441e-bd42-bf302796c60e   

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები ჩატარდება: 

2024 წლის 4 აპრილს 16:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

2024 წლის 5  აპრილს 12:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოს კულტურის სახლის შენობაში

2024 წლის 5 აპრილს 15:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ბალდის საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.