გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების დისტანციურ ტრენინგზე - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (I-VI) პედაგოგებს. ტრენინგი აღიარებულია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 20 საათი.
ტრენინგი ჩატარდება ZOOM პლატფორმის საშუალებით, 3-დან 11 დეკემბერის ჩათვლით. ტრენინგის დაწყების დრო - 18:00 სთ, დასრულების დრო -20:30 სთ.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: bit.ly/3FM5mao
საკონტაქტო პირი: ქეთევან ორველაშვილი (მობ: 574 10 37 78; ელ-ფოსტა: Ketevani.orvelashvili@eiec.gov.ge)