ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

კონკურსი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის

კონკურსი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის აცხადებს კონკურსს.

კონკურსის მიზანია მედიის როლის გაძლიერება ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების თემაზე მუშაობაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ რეგიონული მედიის წარმომადგენელს, რომელიც მოამზადებს საკონკურსო მასალას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების თემაზე. საუკეთესო ტელე, რადიო სიუჟეტისა და ბეჭდური/ონალაინ სტატიის ავტორი დაჯილდოვდება.

კრიტერიუმები:

* კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის საკითხზე საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს ეფექტური გზით;
* პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული საფრთხეებიდან(სეტყვა, ძლიერი ქარი, მეწყერი,ღვარცოფი,ზვავი,გვალვა,წყალდიდობა) რომელიმეს უნდა შეეხებოდეს;
* აღნიშნული მასალა მიმართული უნდა იყოს კონკრეტული მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ;
* პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან;
*აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები:  ტექსტი უნდა იყოს ქართულ  ენაზე, ფონტი - sylfaen,  ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000  სიტყვას)
* აპლიკანტმა შესაძლებელია წარადგინოს მის მიერ მომზადებული ახალი მასალა ან მასალა, რომელიც გამოქვეყნდა ან ეთერში გავიდა 2020-2021 წლებში და შეესაბამება კონკურსის კრიტერიუმებს.

საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა: 10 ნოემბერი

საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge  კონკურსთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი თამარ შერვაშიძე (ელ.ფოსტა: tamar.shervashidze@eiec.gov.ge მობ: 595958825).
 
პროექტის შესახებ ინფორმაცია

კონკურსი ხორციელდება პროგრამის ფარგლებში -  ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ რომელიც მიზანად ისახავს საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირებას, ეროვნულ დონეზე მოქმედი, მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის (MHEWS) უზრუნველყოფითა და ადგილობრივ დონეზე რისკის შესახებ ინფორმირებული მოქმედების გზით. 

შვიდწლიანი ინიციატივა  ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთისა და საქართველოს მთავრობების დაფინანსებით. 

პროგრამა ხორციელდება: 11 მდინარის აუზში (ენგური, ჭოროხი-აჭარისწყლი, სუფსა, ნატანები, ხობის, კინტრიშის, მტკვრის, არაგვის, ხრამი-ქციას, ალაზნისა და იორის აუზებში ხორციელდება) და მოიცავს 7 ბუნებრივ საფრთხეს: წყალდიდობა, გვალვა, ღვარცოფი, მეწყერი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავი. 

პროგრამის შესრულების შედეგად გაიზრდება საქართველოს მოსახლეობის მედეგობა კლიმატური საფრთხეების მიმართ, შემცირდება კატასტროფების ზეგავლენა ინფრასტრუქტურასა და საარსებო გარემოზე, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა  საფრთხისაგან.

პროგრამის 3 ძირითადი კომპონენტია:

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების ქსელის გაფართოება და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება იმისათვის, რომ  უზრუნველყოფილ იქნეს სანდო ინფორმაცია კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეების, მოწყვლადობის და რისკის შესახებ;

ეფექტიანი ეროვნული რეგულაციებით, კოორდინირების მექანიზმებითა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობებით მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის მხარდაჭერა და კლიმატთან დაკავშირებული ახალი საინფორმაციო პროდუქტების შექმნა;

მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის და რისკის შემცირების პრიორიტეტული ღონისძიებების განხორციელების გზით მოსახლეობის მედეგობის გაზრდა სათემო დონეზე. 

პროგრამის განათლების და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. ამ კომპონენტის ფარგლებში ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სამიზნე მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და თვითმართველობასთან.

          

საჯარო განხილვები