ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

მიღება გარემოსდაცვითი მმართველის დისტანციურ სასწავლო კურსზე

მიღება გარემოსდაცვითი მმართველის დისტანციურ სასწავლო კურსზე

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას გარემოსდაცვითი მმართველის დისტანციურ სასწავლო კურსზე.

“გარემოსდაცვითი მმართველი” თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო კურსია, რომლის გავლის შემდეგ სერტიფიცირებული მონაწილეები შეძლებენ:

ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებას, განახლებასა და განხორციელებას;

ნარჩენების მართვის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნის შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელებას;

სასწავლო დისტანციურ კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს.

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/esKSg2

სასწავლო კურსი დაიწყება 30 ნოემბერს და გაგრძელდება 5 დღის განმავლობაში. კურსზე დარეგისტირება შესაძლებელია 23 ნოემბრამდე!

კურსის ღირებულება დისტანციურად გავლის შემთხვევაში - 460 ლარი

სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხ.ბმული - https://bit.ly/1OLWqEJ

სასწავლო კურსთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია ნანა დვალი (ელ.ფოსტა Nana.dvali@eiec.gov.ge; მობ: 577 282 226). 

     

საჯარო განხილვები