ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

კონკურსი “მწვანე ჯილდო” დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის

კონკურსი “მწვანე ჯილდო” დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს “მწვანე ჯილდო”, რომლის შედეგადაც გამოვლინდება 2020 წლის დაწყებითი საფეხურის საუკეთესო პედაგოგი გარემოსდაცვითი მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მწვანე ჯილდო” 2018 წლიდან იმართება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისთვის, 2020 წლიდან კი საშუალებას იძლევა, ასევე აღმოვაჩინოთ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ის პედაგოგები, რომლებიც ზრუნავენ მომავალი თაობებისთვის სწორი გარემოსდაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება.

 კონკურსის წესები:

„მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა პედაგოგს, რომელიც:
ამჟამად დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ასწავლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს;

სასწავლო პროცესში ახორციელებს გარემოსდაცვითი თემების სწავლებას როგორც ფორმალური (პროგრამით გათვალისწინებული), ისე არაფორმალური მიმართულებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ნოემბერი.

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

I ეტაპი - განაცხადების შერჩევა

II ეტაპი - განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია

ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ათეულს, რომელთაგან გამარჯვებულს გადაეცემა “მწვანე ჯილდო”.

ათეულის ყველა წევრს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.

კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმები

ეფექტიანი სასწავლო მეთოდების გამოყენება გარემოსდაცვითი საკითხების უკეთ შესწავლის მიზნით, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის ინოვაციურად, შემოქმედებითად, მრავალფეროვანი რესურსების და აპლიკაციების საშუალებით სწავლება);

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის გარდა სხვა დამატებითი წყაროებიდან მოძიებული ან/და საავტორო დავალებების/აქტივობების გამოყენება;

სწავლების პროცესში სკოლის გარეთ არსებული ბუნებრივი გარემოს, დაცული ტერიტორიების გამოყენება;

დამატებით მოძიებული და გამოყენებული მასალა; გავლილი ტრენინგი გარემოსდაცვით საკითხებზე;

საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების პროცესში და გავლენა საზოგადოებაზე;

საკუთარი გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის;

სამომავლო გეგმები გარემოსდაცვითი სწავლების გაუმჯობესების მიზნით;

კონკურსში მონაწილეობისათვის ელექტრონულად შეავსეთ განაცხადის ფორმა (word-ის ფორმატში) და სურვილის შემთხვევაში, დაურთეთ თქვენ  მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა (ერთ საქაღალდედ). ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: education@eiec.gov.ge

გთხოვთ, გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ „მწვანე ჯილდო - დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის".

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნათია სარალიძე - განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ტელ.: +995 32 2 11 20 23
მობ.: +995 55 35 22 33
ელ.ფოსტა: natia.saralidze@eiec.gov.ge

              

საჯარო განხილვები