ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

ეკოლიდერთა სკოლაში მიღება დაიწყო

ეკოლიდერთა სკოლაში მიღება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას ეკოლიდერთა სკოლაში. 

ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს IX-დან XII კლასის ჩათვლით.

რატომ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან?

კვალიფიციური ადამიანებისგან მიიღებთ ცოდნას გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ;
გაეცნობით პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს და იმსჯელებთ პრობლემების გადაჭრის გზებზე; 
გაიუმჯობესებთ საკუთარი მოსაზრების წარდგენისა და პოზიციის დაცვის უნარებს;
გაიუმჯობესებთ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარებს;
გაიუმჯობესებთ კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს;
შეიძენთ ახალ მეგობრებს.

სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები:
ლექცია
როლური თამაშები
დისკუსიები
საველე გასვლა 
საინტერესო სტუმრები

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.

ეკოლიდერთა სკოლაში სწავლისათვის საჭიროა 25 თებერვლამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: 

პირველი ეტაპი - აპლიკაციების გადარჩევა (პირველი ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით 28 თებერვლის ჩათვლით).
მეორე ეტაპი - გასაუბრება ( მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით 6 მარტის ჩათვლით)

ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა უფასოა!

შეხვედრები გაიმართება 9-დან 13 მარტის ჩათვლით თბილისში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #6).

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2sqI5Le  

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით!
საკონტაქტო პირი: მარიამ არჩუაძე (597 77 23 57, mariam.archuadze@eiec.gov.ge); 
ქეთევან შვანგირაძე ( 558 56 77 76; ketevani.shvangiradze@eiec.gov.ge ).

            

საჯარო განხილვები