2021 წლის 14 დეკემბერს 11:00 სთ-ზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და ორგანიზაცია CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება „ეროვნული სატყეო პროგრამის“ მე-8 პლენარული სხდომა.
„ეროვნული სატყეო პროგრამის“ პლენარული სხდომა 2013 წლიდან იმართება, რომლის ფარგლებშიც განიხილება სატყეო სექტორში წლის განმავლობაში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ქმედებები. მე-8 პლენარულ სხდომაზე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი წარმოადგენს ინფორმაციას კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) (მხარდამჭერები-გერმანიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა და საქართველოს მთავრობა), მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის თაობაზე, ასევე, შეჯამდება 2017-2021 წლების პერიოდში ჩატარებული და დასრულებული ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგები. პლენარულ სხდომაზე განიხილება განხორციელებული და მიმდინარე საკანონმდებლო სიახლეები, საქართველოში პირველი ბიოსფერული რეზერვატის ნომინაციის საკითხები, ასევე, ტყის მართვის სფეროში დანერგილი სიახლეები და მიღწევები. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა ტყის სექტორში დონორთა კოორდინაციის საკითხებს.
დაინტერესებულ საზოგადოებას პრეზენტაციებს წარუდგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები.
დაინტერესებულ პირებს შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ ZOOM პლატფორმის საშუალებით შემდეგ ლინკზე:
https://us02web.zoom.us/j/82464392344?pwd=eHE5d0M4WEllQWZYN21rZ2I1K210QT09
Meeting ID: 824 6439 2344
Passcode: 511243
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდით ეროვნული სატყეო პროგრამის კოორდინატორს, ქალბატონ ნანა ხელხელაურს (ტელ: +995 598 301 222), email: Nanakhelkhelauri@gmail.com.