საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ დაგეგმილია გარემოსდაცვითი შეფასების ელექტრონული სისტემის შექმნის მომსახურების შესყიდვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება 26 ოქტომბერს 11:00 საათზე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში (მის: მარშალ გელოვანის გამზ. 6, ადმინისტრაციული შენობის II კორპუსი, II სართული).
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება გარემოსდაცვითი შეფასების ელექტრონული სისტემის შესახებ პრეზენტაცია. ღია კარის დღეზე გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება ტენდერში. ტექნიკური დავალება იხილეთ დანართის სახით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირები არიან:
ნიკოლოზ ტურაშვილი: ინფორმაციული სისტემების კოორდინატორი (ელ-ფოსტა: nikoloz.turashvili@eiec.gov.ge; ტელ: 577615507)
ირაკლი ბალანჩივაძე: ინფორმაციული სისტემების სპეციალისტი (ელ-ფოსტა: irakli.balanchivadze@eiec.gov.ge; ტელ: 577960556)
ლელა ჭყონია: შესყიდვების სპეციალისტი (ელ-ფოსტა: lela.chkonia@eiec.gov.ge; ტელ: 577960555)
იხ.დანართი