ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

ტენდერი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურის მეორე კომპონენტის შესასრულებლად

ტენდერი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურის მეორე კომპონენტის შესასრულებლად

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებს გაცნობებთ, რომ გამოცხადდა ტენდერი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურის მეორე კომპონენტის შესასრულებლად .

ტენდერი შეგიძლიათ ნახოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე (https://​tenders.procurement.gov.ge)​ კოდით - SPA170011522

მეორე კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია: 3 ანალიტიკური მოდულის რეალიზაცია შესაბამის წყარეოებთან ინტეგრაციით. ბილინგის სისტემის იმპლემენტაცია, საჯარო პორტალის შექმნა  სხვადსხვა პორტაბელური მოწყობილობებისთვის. მონაცემთა შეგროვებისა და შიდა მოხმარების/საოპერაციო მობილური აპლიკაციების შექმნა.

პროექტის “გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილია გარემოსდაცვითი ინფორმაციის და ცოდნის მართვის სისტემის შექმნა/განვითარება, რომელიც გარემოზე ზემოქმედების ტრენდების მონიტორინგის გზით, კერძოდ კი არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის (კლიმატის ცვლილება/ბიოლოგიური მრავალფეროვნება/ მიწის გაუდაბნოება და დეგრადაცია) თავმოყრისა და მუდმივი განახლების, ასევე სისტემის ანალიტიკურ საშუალებებზე დაყრდნობით მოგვცემს მართვის შესაძლებლობების განვითარების, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ანა ტარყაშვილი
ტელ: 599 99 95 49

ინფორმაციული სისტემების სპეციალისტი - ირაკლი ბალანჩივაძე
ტელ: 577 96 05 56

  

საჯარო განხილვები