სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებს 2017 წლის 17 აგვისტოს, 17:00 საათზე გიწვევთ ღია კარის დღეზე, სადაც გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურის მეორე კომპონენტის ტექნიკური დავალების (https://goo.gl/oBpfaf) პრეზენტაცია.
შეხვედრა გაიმართება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, II სართულზე (მის.: ბ. ჟღენტის ქ.N35, თბილისი, საქართველო).
2016 წლის 13 დეკემბერს დაიწყო სისტემის განვითარების პირველი ეტაპი, რომელმაც მოიცვა მონაცემთა ადმინისტრირების, ცოდნის მართვის დომენი და კლიმატის მოდულის საპილოტე სცენარი.
მეორე კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია: 3 ანალიტიკური მოდულის რეალიზაცია შესაბამის წყარეოებთან ინტეგრაციით. ბილინგის სისტემის იმპლემენტაცია, საჯარო პორტალის შექმნა სხვადსხვა პორტაბელური მოწყობილობებისთვის. მონაცემთა შეგროვებისა და შიდა მოხმარების/საოპერაციო მობილური აპლიკაციების შექმნა.
პროექტის “გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილია გარემოსდაცვითი ინფორმაციის და ცოდნის მართვის სისტემის შექმნა/განვითარება, რომელიც გარემოზე ზემოქმედების ტრენდების მონიტორინგის გზით, კერძოდ კი არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის (კლიმატის ცვლილება/ბიოლოგიური მრავალფეროვნება/ მიწის გაუდაბნოება და დეგრადაცია) თავმოყრისა და მუდმივი განახლების, ასევე სისტემის ანალიტიკურ საშუალებებზე დაყრდნობით მოგვცემს მართვის შესაძლებლობების განვითარების, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ანა ტარყაშვილი
ტელ: 599 99 95 49