ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ახორციელებს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების ტრენინგს - ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, 50 000 პედაგოგის შესაძლებლობების გაძლირება.

შეიქმნა 8 სახელმძღვანელო: წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.

ტრენინგის მიზანი: 

ტრენინგის - ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” მიზანია, სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მიერ სწორად იქნეს აღქმული და გადმოცემული სახელმძღვანელოებში ასახული გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხები. ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების მეშვეობით მასწავლებლებმა მოსწავლეებში შეძლონ ინტერესის გაღვიძება, ცოდნის გაზიარება და ხელი შეუწყონ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლებას დაწყებით საფეხურებზე. ხოლო ამ ეტაპის გავლის შემდგომ, მოსწავლები გაიაზრებენ გარემოსდაცვით საკითხებში საკუთარ როლს, შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებს.

ტრენინგის თემები: 

მოსწავლებს ეცოდინებათ რა არის მდგრადი განვითარება და როგორ შეუწყონ ხელი მდგრადი განვითარების პროცესს, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვან ბიომრავალფეროვნება და რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნობიან კლიმატის ცვლილების საკითხებს და რაც მთავარია, ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით, გაიაზრებენ რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უსაფრთხოება.

სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობდნენ: მაია ბლიაძე, თეონა შუბლაძე, ნათია სარალიძე, მარიამ არჩუაძე. კომპლექსური დავალებების შექმნაზე მუშაობდა: მანანა ვარაზაშვილი. 

ვის შეუძლია მონაწილეობა: 
ტრენინგით დაინტერესებულ, საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის (I-VI) ნებისმიერ პედაგოგს.

ტრენინგის ხანგრძლივობა:
20 საათი, რომელიც აღიარებულია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ.  

შეხვედრის ადგილი:
ZOOM-ის პლატფორმა. 

> ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მითითებულ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია - https://bit.ly/34ASEOy


გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

ქეთევან ორველაშვილი - Ketevani.orvelashvili@eiec.gov.ge , 574 10 37 78
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი +995 32 2 11 20 23
ელ.ფოსტა: info@eiec.gov.ge
მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #6, 0159  ქ. თბილისი, საქართველო

         

საჯარო განხილვები