ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

„მწვანე ბანაკი - ,,კლიმატის ელჩები’’ მონაწილეთა შერჩევას იწყებს!

„მწვანე ბანაკი - ,,კლიმატის ელჩები’’ მონაწილეთა შერჩევას იწყებს!

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს მწვანე ბანაკისთვის -  ,,კლიმატის ელჩები’’ მონაწილეების შერჩევას.

ბანაკში მონაწილეობის მიიღება შეუძლიათ 15–17 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც შეუერთდებიან მოხალისეების ქსელს და მონაწილეობას მიიღებენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ დაგეგმილ ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებში.
ბანაკი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა  და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას,  მონაწილეებს შორის გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაძლიერებას, გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასა და მართვას, არაფორმალური განათლების მიდგომების გამოყენებით.

ბანაკის შედეგად მონაწილეები, ლიდერებთან ერთად, შეიმუშავებენ ერთობლივ ინიციატივებს გარემოსდაცვით საკითხებზე.

„მწვანე ბანაკი“ გაიმართება 2-11 სექტემბერს ბაკურიანში.
30 ახალგაზრდა შეირჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აგვისტო.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1. სააპლიკაციო ფორმა - იხ. დანართი (სამოტივაციო წერილი და მონაწილის ვიდეო მიმართვა, საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე. ვიდეო მიმართვის ხანგრძლივობაა 3 წუთი და იგი უნდა ასახავდეს კონკრეტულ საპროექტო იდეას).

2.      გასაუბრება
მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

ბანაკთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის, საკონტაქტო პირია - გვანცა ჯანჯღავა (ტელ: +995 591510055 ელ.ფოსტა: gvantsa.janjgava@eiec.gov.ge)


საჯარო განხილვები