ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებული პირების და სტუდენტებისთვის აგრო-ლიგის კონკურსი იწყება

პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებული პირების და სტუდენტებისთვის აგრო-ლიგის კონკურსი იწყება

პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებული პირების და სტუდენტებისთვის აგრო-ლიგის კონკურსი იწყება.

თუ ფლობ პროფესიულ განათლებას: მეხილეობის, მეფუტკრეობის და სატყეო საქმის დარგში ეს კონკურსი შენთვის არის!

აგრო-ლიგა ცოდნის დემონსტრირების კონკურსია, რომლის მიზანია საქართველოში აგრარული სფეროს პროფესიული განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება:

პირველ ეტაპზე მოხდება მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია (http://agroliga.veta.ge/ka/register ).

მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში.

მესამე ეტაპზე ტესტირების საშუალებით გამოვლინდება სამი საპრიზო ადგილის მფლობელი.

პროექტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ, ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის დაკვეთით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაცია VET ფაზა 2”) ფარგლებში.

პროექტის პარტნიორია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

საჯარო განხილვები