ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მაცივარაგენტების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მაცივარაგენტების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის

საქართველო, 1996 წლიდან, „ოზონის შრის დაცვის შესახებ“ ვენის კონვენციისა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის ოქმის მხარეა. აღებული ვალდებულების შესაბამისად, საქართველო ყოველწლიურად ამცირებს ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებას, რომლებიც, ძირითადად,  მაცივარაგენტებად ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სექტრორში გამოიყენება. 

2016 წელს, მიღებულ იქნა მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს ძალიან მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე მაცივარაგენტების მოხმარების ეტაპობრივ შემცირებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილების რატიფიკაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

მონრეალის ოქმის განხორციელებისა და კიგალის ცვლილების რატიფიკაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მაცივარაგენტების მოხმარების რეგულირების სისტემის გაუმჯობესებას, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში მომსახურების ხარისხის გაზრდასა და გარემოსათვის სახიფათო ნივთიერებების გაფრქვევათა შემცირების საკითხებს. კერძოდ, დგინდება მოთხოვნები მაცივარაგენტების შეგროვების, აღდგენის, რეციკლირებისა და განადგურების კუთხით. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შემუშავდა ინსტიტუციონალური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისა და ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

პაკეტი მოიცავს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ცვლილებების პროექტებს.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით კომენტარების და წინადადებების მიღება განსაზღვრულია მიმდინარე წლის 14 სექტმებრამდე.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ კომენტარები ელ. ფოსტაზე: noe.megrelishvili@mepa.gov.ge

 

საჯარო განხილვები