2022 წლის 12 სექტემბერს, 10:00 საათზე, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში (მის: ქ. ახალქალაქი, ნინოწმინდა-კარწახის გზაჯვარედინი) თეთრობის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
თეთრობის აღვეთილის ტყის მართვის გეგმის მომზადება დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ (IRDG) პროექტის ფარგლებში (ENPARD III) და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.
თეთრობის აღკვეთილის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკმა. კომპანიის მიერ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში წარმოდგენილია შემდეგი დოკუმენტაცია:
* თეთრობის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის პროექტი;
* ჯამური ცხრილები და დაპროექტებული ღონისძიებები;
* ტაქსაციური აღწერები;
*კარტოგრაფიული მასალები.
შენიშვნებისა და კომენტარებისთვის, 12 სექტემბრამდე, დაუკავშირდით ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს ზაზა ნონაშვილს (ტელ: 591 061 560, ელ-ფოსტა: Zaza.Nonashvili@mepa.gov.ge).
დამატებითი დოკუმენტაცია თეთრობის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/3wHCaiF