2022 წლის 12 სექტემბერს, 16:00 საათზე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში (მის: დაბა მანგლისი, კურორტის ქ. 4) გაიმართება ალგეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა.
ალგეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის მომზადება დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ (IRDG) პროექტის ფარგლებში (ENPARD III) და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.
ალგეთის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკმა. კომპანიის მიერ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში წარმოდგენილია შემდეგი დოკუმენტაცია:
* ალგეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტი;
* ჯამური ცხრილები და დაპროექტებული ღონისძიებები;
* ტაქსაციური აღწერები;
*კარტოგრაფიული მასალები.
შენიშვნებისა და კომენტარებისთვის, 12 სექტემბრამდე, დაუკავშირდით ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს ზაზა ნონაშვილს (ტელ: 591 061 560, ელ-ფოსტა: Zaza.Nonashvili@mepa.gov.ge).
დამატებითი ინფორმაცია ალგეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტის შესახებ იხილეთ ლინკზე -https://bit.ly/3wHCaiF