ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ლაგოდეხის ნაკრძალისა და ლაგოდეხის აღკვეთილის  ტყის მართვის გეგმების პროექტის საჯარო განხილვა

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ლაგოდეხის ნაკრძალისა და ლაგოდეხის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების პროექტის საჯარო განხილვა

2022 წლის 14 სექტემბერს, 13:00 საათზე, (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ( მის:  ქ. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ. N197 ) ლაგოდეხის ნაკრძალისა და ლაგოდეხის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. 

ტყის მართვის გეგმების პროექტების მომზადება დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით და ევროკავშირის (EU) „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ (IRDG) პროექტის ფარგლებში (ENPARD III) და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. 

2022 წელს, ლაგოდეხის ნაკრძალისა და ლაგოდეხის აღკვეთილის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკმა.

კომპანიამ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში შემდეგი დოკუმენტაცია წარმოადგინა: 

 * ლაგოდეხისა ნაკრძალისა და ლაგოდეხის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების პროექტები:
 * ჯამური ცხრილები და დაპროექტებული ღონისძიებები;
 * ტაქსაციური აღწერები; 
 *კარტოგრაფიული მასალები.

შენიშვნებისა და კომენტარებისთვის, 14 სექტემბრამდე, დაუკავშირდით ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს ზაზა ნონაშვილს (ტელ: 591 061 560, ელ-ფოსტა: Zaza.Nonashvili@mepa.gov.ge). 

დამატებითი დოკუმენტაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ტყის მართვის გეგმის პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3ehGW06 

 

საჯარო განხილვები