თუ ხარ აგრარული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლე, გინდა მიიღო ცოდნა სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ და გაქვს სურვილი ჩაერთო აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ეს პროგრამა შენთვის არის.
ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა, მოტივირებულ და აგრარული მიმართულებებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აგრო სკოლის პროგრამაში და გაიღრმავებენ ცოდნას სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვან მიმართულებებში.
აგროსკოლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
იყო IX-XII კლასის მოსწავლე;
გაინტერესებდეს სოფლის მეურნეობის დარგი;
შეგეძლოს კვირაში 4 საათის დათმობა ჩვენი შეხვედრებისთვის;
გქონდეს წვდომა ინტერნეტთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, აგროსკოლაში სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს, შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 16:00-დან 18:00 საათამდე.
სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობით როგორც აგრარულ საკითხებს, ასევე განივითარებთ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარს და რაც მთავარია, შეიძენთ მეგობრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროგრამის ფარგლებში მიიღებთ ცოდნას შემდეგი თემების შესახებ:
სოფლის მეურნების განვითარება, სოფლის მეურნეობის ისტორია/ სოფლის მეურენობა და საქართველო
სოფლის მეურნეობა დღეს/ფერმერთა შესაძლებლობები
სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები
ფერმერული მეურნეობის მართვა და მენეჯმენტი
ღვინის ისტორია და ღვინის დეგუსტაცია
ქართული ვაზის ჯიშები და ველური ვაზის მოძიების და დაცვის ისტორია საქართველოში
მეხილეობა
მებოსტნეობა
კვადრატული მებაღეობა
ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა
აკვაკულტურა და მეთევზეობა
ვეტერინარია და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები
მეცხოველეობა და მეფრინველეობა
ბიომეურნეობა “ფონა,, ბიომეურნეობის მნიშვნელობა დღეს და წარმოება
ნიადგმცოდნეობა
გაუდაბნოება და გადაძოვება
სურსათის უვნებლობა
კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
განათლების როლი აგრარულ სექტორში - პროფესიული და უმაღლესი განათლება
პლატფორმა სოფლის განვითარებისთვის - სოფლიდან ჯი.
მედიის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში
აგროტურიზმი
პრეზენტაციების წარდგენა
სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები, კერძოდ:
✅რეალური მაგალითების განხილვა
✅როლური თამაშები
✅დისკუსიები
✅საინტერესო სტუმრები
✅საველე გასვლები
✅ვიზიტები
სწავლის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. და რაც ყველაზე მთავარია, გახდებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მეგობრები.
✅გთხოვთ გაითვალისწინეთ, აგროსკოლის მოსწავლის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომელიც რეგულარულად დაესწრება ლექციებს. საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ 3 გაცდენა.
✅პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://bit.ly/3Rv87mA
✅განაცხადების მიიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდით:
ანა მანჯავიძეს (ტელ: 555233536, ელფოსტა: ana.manjavidze@eiec.gov.ge)