გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს მედიაკონკურსს ჟურნალისტებისთვის - „ერთად ოზონის შრის დასაცავად“.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ თემებზე:
- რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის გავლენა ოზონის შრის დაცვაში
- კანონი ოზონის შრის სადარაჯოზე
გამარჯვებული ჟურნალისტები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში: საუკეთესო სტატია, საუკეთესო ვიდეო და რადიო რეპორტაჟი.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 20 ოქტომბრამდე ელ-ფოსტაზე: ana.manjavidze@eiec.gov.ge.
კონკურსის შესახებ საკონტაქტო პირია: ანა მანჯავიძე (Ana.manjavidze@eiec.gov.ge, ტელ: 555233536)
ოზონის შრის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: ნოე მეგრელიაშვილს (noe.megrelishvili@mepa.gov.ge; 595119735)
გამარჯვებული ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან 1500 ლარიანი, ტექნიკის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერებით.
ჯილდოების გადაცემის ღონსიძიება: