2022 წლის 25 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
დაინტერესებულ პირებს შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ ZOOM პლატფორმის საშუალებით შემდეგ ბმულზე:
https://us02web.zoom.us/j/85444185581?pwd=RG5PS2FJNDY2bC90Y2V5eHNrTXhPUT09
Meeting ID: 854 4418 5581
Passcode: 279565
საჯარო განხილვაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ-ინგლისურ ენებზე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, საზოგადოების მხრიდან წერილობითი შენიშვნებისა და კომენტარებისთვის გამოქვეყნდა 7 ოქტომბერს: https://eiec.gov.ge/Ge/Announcements/1968