ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს “მწვანე ჯილდოს” კონკურსს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს “მწვანე ჯილდოს” კონკურსს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს “მწვანე ჯილდოს” კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტის და დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) მასწავლებლების გამოსავლენად მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელს/მეთოდისტს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან “გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.

კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მარტი.

გამარჯვებული გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

⮚         I ეტაპი - განაცხადების შერჩევა
⮚         II ეტაპი - განხორციელებული აქტივობების/პროექტების პრეზენტაცია

ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ათეულს, რომელთაგან გამარჯვებულ მასწავლებელსა და აღმზრდელს/მეთოდისტს გადაეცემათ “მწვანე ჯილდო”.

კონკურსში მონაწილეობისათვის ელექტრონულად შეავსეთ განაცხადის ფორმა (word-ის ფორმატში) და სურვილის შემთხვევაში, დაურთეთ თქვენ  მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა (ერთ საქაღალდედ). ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: education@eiec.gov.ge

გთხოვთ, გამოგზავნისას  მეილის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ „მწვანე ჯილდო - დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის" ან ,,მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება".

კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და დეტალების გაცნობის მიზნით, აღმზრდელებისა და მეთოდისტებისათვის გაიმართება ონლაინ ღია კარის დღე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების პროექტების სამსახური
ტელ.: +995 32 2 11 20 23
ნინო ტაბატაძე
მობ.: +995 577 610 972
ელ.ფოსტა: nino.tabatadze@eiec.gov.ge 
მაია გოგიბერიძე
მობ.: +995 591 992 954
ელ.ფოსტა: maia.gogiberidze@eiec.gov.ge 

 

საჯარო განხილვები