ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

,,წყლის გლობალურ პარტნიორობა'' (Global Water Partnership) აცხადებს 2023 წლის საგაზაფხულო სტაჟირების კონკურსს

,,წყლის გლობალურ პარტნიორობა'' (Global Water Partnership) აცხადებს 2023 წლის საგაზაფხულო სტაჟირების კონკურსს

საერთაშორისო ორგანიზაცია ,,წყლის გლობალურ პარტნიორობა'' (Global Water Partnership) აცხადებს 2023 წლის საგაზაფხულო სტაჟირების კონკურსს, რომელიც მოიცავს სამ სხვადასხვა მიმართულებას. სტაჟირების გავლა შესაძლებელია, როგორც ადგილზე (ქ. სტოკჰოლმში), ისე დისტანციურ რეჟიმში.

გამოცხადებული პოზიციები 2023 წლის საგაზაფხულო სტაჟირებისთვის:

სწავლებისა და ცოდნის მენეჯმენტი (Learning and Knowledge Management) - შერჩეული კანდიდატი ჩაერთვება GWP-ის საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილში, რომელიც ფოკუსირებულია წყლის ინტეგრირებული მართვის შესახებ საინფორმაციო ინსტრუმენტების შემუშავებასა და განვითარებაზე. კანდიდატი, ასევე ხელს შეუწყობს პუბლიკაციათა სერიის შემუშავებას, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს დაეხმარება პარტნიორობაში წყლის კარგი მმართველობის კუთხით. ცოდნის მენეჯმენტის სტაჟიორი იმუშავებს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის (IWRM) უფროსი სპეციალისტის და ცოდნის მართვის (Knowledge Management (KM) სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

იხ.ბმული: https://gwp.bamboohr.com/careers/94?source=aWQ9MTY%3D

ინოვაცია წყლის მენეჯმენტში (Innovation in Water Management) - შერჩეული კანდიდატი ჩაერთვება კვლევით ნაწილში, იმუშავებს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობაზე და წვლილს შეიტანს პარტნიორ ორგანიზაციებთან და დონორებთან GWP-ის ინოვაციური დღის წესრიგის ფუნქციონირებაში. ინოვაციის დღის წესრიგი ფოკუსირებულია GWP-სთვის პოტენციური მაღალი ზემოქმედების კონკრეტულ სფეროებზე, სტაჟიორი უნდა ჩაერთოს ინოვაციური მექანიზმების შემუშავებაში, წყლის კუთხით სამომავლოდ საჭირო და ქმედითი ხელსაწყოების შექმნაში.

იხ.ბმული: https://gwp.bamboohr.com/careers/93?source=aWQ9MTY%3D

გამოსავლები წყლის მართვაში მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (Water Solutions for the SDGs) - ეს სტაჟირება შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მდგრადი განვითარებითა და წყლის მმართველობით, გაეცნონ ქსელური ორგანიზაციის ოპერაციებს, რომელიც ვრცელდება გლობალური დონიდან რეგიონულ და ეროვნულ დონეზე. არჩეული სტაჟიორი იქნება SDGs გუნდის Water Solutions-ის ნაწილი ქსელის საოპერაციო განყოფილებაში და დაეხმარება SDG 6 IWRM Support Programme-ს ცოდნის გაზიარების, სარეკლამო და ინვესტიციების მოზიდვის აქტივობებში.

იხ.ბმული: https://gwp.bamboohr.com/careers/92?source=aWQ9MTY%3D

დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი განაცხადის წარდგენის საფუძველზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია მითითებულია ბმულებზე.

დამატებითი ინფორმაცია განაცხადებთან დაკავშირებით ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://gwp.bamboohr.com/careers 

 

საჯარო განხილვები