გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტების ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ და „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ფარგლებში, აცხადებს მოხალისეთა მიღებას შემდეგ მუნიციპალიტეტებში:
● გორი
● თელავი
● ახმეტა
● სიღნაღი
● ლაგოდეხი
● სამტრედია
● აბაშა
● სენაკი
● ხობი
● ქობულეთი
● ოზურგეთი
● ლანჩხუთი
● ჩოხატაური
● თიანეთი
● ყვარელი
● დედოფლისწყარო
მოხალისეთა ქსელი გააერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გზით.
რეგისტრაციის ბმული
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი მარიამ სესიტაშვილი (ელ.ფოსტა: mariami.sesitashvili@eiec.gov.ge, მობ: 598620024).
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის(GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (GIZ) და შვეიცარიის მთავრობის მიერ.