2023 წლის 6 მარტს, 15:00 საათზე, გაიმართება „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა.
საჯარო განხილვა ჩატარდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში. მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი №6.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გულისხმობს ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცხოველთა საკვებად გადამუშავების მიზნით იმპორტისა და რეექსპორტის დასაშვებობას.
დაინტერესებულ პირებს გამოქვეყნებული კანონპროექტის შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2023 წლის 2 მარტისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Mariam.Bikashvili@mepa.gov.ge