გაცნობებთ, რომ 2023 წლის 6 მარტს, 15:00 საათზე ჩანიშნული საჯარო განხილვა, რომელიც შეეხება „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციების საჭიროებიდან გამომდინარე გადაიდო.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გულისხმობს ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცხოველთა საკვებად გადამუშავების მიზნით იმპორტისა და რეექსპორტის დასაშვებობას.
საჯარო განხივლის შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ დამატებით.