ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე წიგნი

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე წიგნი

გიზიარებთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისა (WFD)  და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შემუშავებულ საკონსულტაციო დოკუმენტს - საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე წიგნს.

მწვანე წიგნის მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების დაწყებაა. ამ პროცესს კომიტეტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით წარმართავს.

მწვანე წიგნთან დაკავშირებით ეროვნული კონსულტაციები გაიმართება ქუთაისში, თელავსა და თბილისში.

მიღებული მოსაზრებებისა და გამართული ეროვნული კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდება კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი - სახელმძღვანელო დოკუმენტი კლიმატის ცვლილების შესახებ საქართველოს კანონის შემუშავებისთვის.

გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები მწვანე წიგნში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით 2023 წლის 30 აპრილის  ჩათვლით გამოგვიგზავნოთ შემდეგ 

ელ. ფოსტაზე:   info@eiec.gov.ge

საჯარო განხილვები