ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტი

2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტი

შემუშავდა „2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” პროექტი. დოკუმენტი მომზადდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სხვა სამთავრობო უწყებების ჩართულობით.

ეროვნული მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება. 

საზოგადოების მიერ განსახილველად წარმოგიდგენთ „2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” პროექტს. დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და წინადადებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი კომენტარები მ/წ  22 მაისამდე წარმოადგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის მდგრადი განვითარების სამმართველოში შემდეგ ელ. ფოსტაზე: lali.titilokashvili@mepa.gov.ge

აქვე აღვნიშნავთ, რომ საზოგადოების მხრიდან კომენტარების მიღების შემდეგ გაიმართება ზემოაღნიშნული მოხსენების პროექტის საჯარო განხილვა, რომლის ჩატარების თარიღიც მოგვიანებით გეცნობებათ.

საჯარო განხილვები