2023 წლის 5 მაისს, 15:00 სთ-ზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით შედგება განახლებული ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის პირველი სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრაზე განიხილება სამი საკითხი:
1. ეროვნული სატყეო სააგენტოს გეგმები: სოციალური ჭრების გაუქმებისათვის მზადება;
2. ტყის მიწების რეგისტრაციის საკითხები (ინფორმაციული განახლება);
3. ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ენტემოფაგების გამრავლება/ბუნებაში ჩასახლება;
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთათვის, 28 აპრილის ჩათვლით აუცილებელია რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე https://forms.gle/CTxq1TGkXC64aaf88 .
შეხვედრის ფორმატის შესახებ ინფორმაცია განთავსდება 1 მაისს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: Tina.tskhovrebadze@mepa.gov.ge