ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს დებატებს ეკოკლუბებისთვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს დებატებს ეკოკლუბებისთვის

თუ ხარ ეკოკლუბელი და გაქვს სურვილი, ჩაერთო  დებატებში  გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებით:

· მწვანე ეკონომიკა
· კლიმატის ცვლილება
· ნარჩენების მართვა

მაშინ ეს პოსტი შენთვის არის 

დებატების მიზანია გარემოსდაცვითი თემების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში მწვანე უნარ-ჩვევების პოპულარიზება.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკოკლუბებს მთელი საქართველოდან, რომლებიც აერთიანებენ მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.

დაინტერესებულმა მონაწილეებმა, გთხოვთ, 10 მაისამდე წარადგინოთ თქვენი ეკოკლუბის შესახებ მოკლე ინფორმაცია.

შემოსული განცხადებებიდან შეირჩევა 6 ეკოკლუბი, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა ფართო აუდიტორიის წინაშე იმსჯელონ გარემოს დაცვის სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტს ანა მანჯავიძეს (ტელ: 555233536, ელფოსტა: ana.manjavidze@eiec.gov.ge).

საჯარო განხილვები