კლიმატის ცვლილების კანონის ,,მწვანე წიგნის“ შესახებ შენიშვნების/მოსაზრებების მიღება გრძელდება 31 მაისის ჩათვლით.
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა. „მწვანე წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების დაწყებაა, რაც გამოკვეთს მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ,,კლიმატის ცვლილების შესახებ’’ კანონის პროექტში.
კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებსა და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს.
გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები კლიმატის ცვლილების კანონის ,,მწვანე წიგნის“ შესახებ გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@eiec.gov.ge
კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ იხილეთ ბმულზე: https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/garemo/green-paper.pdf
„მწვანე წიგნთან“ დაკავშირებით ეროვნული კონსულტაცია უკვე გაიმართა ქ.თელავში და დაგეგმილია კონსულტაციების ჩატარება ქ.ქუთაისსა და ქ.თბილისში.