გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს მწვანე ბანაკის- „კლიმატის ელჩები“ მონაწილეების შერჩევას, რომელიც გაიმართება 19 - 27 ივნისს, ბაკურიანში.
ბანაკი მიზნად ისახავს 15 - 17 წლის ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი საკითხების და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ბანაკი ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაძლიერებას, ერთმანეთის მიმართ ნდობისა და კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, თვითპრეზენტაციის უნარების განვითარებას, პროექტების წერისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების წინაშე პრეზენტაციის ტექნიკების განვითარებას.
ბანაკის შედეგად მონაწილეები, ლიდერებთან ერთად, შეიმუშავებენ ერთობლივ ინიციატივებს გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლებსაც ადგილობრივ დონეზე განახორციელებენ.
ბანაკის მონაწილეები შეირჩევიან მთელი საქართველოს მასშტაბით.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1. სააპლიკაციო ფორმა - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScvQ3x2QfB32UMl8kVu9N4ndk84dEuGjPR3aqGkZeum8cX60w/viewform
2. გასაუბრება
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 ივნისი.
მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
ბანაკთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის, საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი თამარ შერვაშიძე (ტელ: +995 595 958 825 ელ.ფოსტა: Tamar.shervashidze@eiec.gov.ge)