ცენტრალური ზონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
საჯარო განხილვა დაგეგმილია მიმდინარე წლის 26 ივნისს, 11:00 სთ-ზე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (კოსტავას გამზირი N20). საჯარო განხილვაში მონაწილეობაასევე შესაძლებელიაZOOM პლატფორმის საშუალებით, შემდეგ ლინკზე - https://us02web.zoom.us/j/89607633078… (ID: 896 0763 3078 Passcode: 430979)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების“ წესის შესაბამისად, ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა ცენტრალური ზონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის2023-2025 წლების გეგმისპროექტი, რომლის საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ცენტრალური ზონა მოიცავს ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს. გეგმის მიზანია სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით სათანადო ღონისძიებების გატარება აღნიშნულ ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
გეგმის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს2023 წლის26 ივნისისა შემდეგ ელ-ფოსტაზე: lasha.akhalaia@mepa.gov.ge).