ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის საჯარო განხილვა

2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის საჯარო განხილვა

მიმდინარე წლის 21 ივლისს, სასტუმროში ჰოლიდეი ინნ თბილისი (26 მაისის მოედანი N1), 11:00 სთ-ზე გაიმართება 2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის საჯარო განხილვა.

ეროვნული მოხსენების პროექტი მომზადდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სხვა სამთავრობო უწყებების ჩართულობით. მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება და მისი მიზანია საზოგადოების ფართო მასების ინფორმირება.

გარდა ამისა, 2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავების პარალელურად, მომზადდა „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ დოკუმენტის პროექტი და განმარტებითი ბარათი. 

ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და წინადადებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, კომენტარები, მ/წ 17 ივლისამდე, წარმოადგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის მდგრადი განვითარების სამმართველოში შემდეგ ელ. ფოსტაზე: lali.titilokashvili@mepa.gov.ge

საჯარო განხილვები