,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ”. სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა 2017 წელს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მომზადების პარალელურად და არ იყო სრულად შესაბამისობაში კოდექსის დამტკიცებულ ვერსიასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის” ფარგლებში, სახელმძღვანელო განახლდა.