ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

„სატყეო სკოლა” მონაწილეთა შერჩევას იწყებს!

„სატყეო სკოლა” მონაწილეთა შერჩევას იწყებს!

თუ ხარ დაინტერესებული მეტყევის პროფესიით, ტყის მართვის სისტემით ან ტყის ბიომრავალფეროვნებით და, ამავდროულად, ხარ IX-XII კლასის მოსწავლე, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიითა და პოზიტივით სავსე ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ყველა იმ საკითხით რაც ტყეს შეეხება.

„სატყეო სკოლაში” მონაწილეობისთვის საჭიროა:
იყო IX-XII კლასის მოსწავლე;
გაინტერესებდეს ტყესთან დაკავშირებული საკითხები;
შეგეძლოს კვირაში 4 საათის დათმობა ჩვენთვის;
გქონდეს წვდომა ინტერნეტთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, სატყეო სკოლაში სწავლა გაიმართება სამშაბათსა და ხუთშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით. 

სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ტყესთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარს და, რაც მთავარია, შეიძენენ მეგობრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

პროგრამის ფარგლებში მიიღებთ ცოდნას შემდეგი თემების შესახებ: 

✅ საქართველოს ტყეები და მისი მნიშვნელობა გლობალურ დონეზე 

✅ ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში

✅ ტყის ტიპები/ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობები, მერქნული და არამერქნული რესურსები, მავნებლები

✅ტყის მდგრადი მართვის პრინციპები

✅ ტყის ბიომრავალფეროვნება

✅ კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე, ბუნებრივი საფრთხეები

✅ ტყის ხანძრები

✅ ენერგოეფექტურობა, ალტერნატიული საწვავი როგორც ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობა

✅ დაცული ტერიტორიები, ეკოტურიზმი

✅ ტყეზე მონიტორინგისა და კანონაღსრულების მექანიზმები, ტყის ჭრის აღრიცხვიანობა

✅მეტყევის პროფესია, სატყეო განათლება, დასაქმების სექტორები 

✅  მედიაწიგნიერება


სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები, კერძოდ:
✅რეალური მაგალითების განხილვა 
✅თამაშები
✅დისკუსიები
✅საინტერესო სტუმრები 
✅საველე გასვლები 
✅ვიზიტები

სწავლის დასრულების შემდეგ, გადმოგეცემათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები; გახდებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მეგობრები და შესაძლებლობა გექნებათ, აქტიურად ჩაერთოთ ცენტრის მომავალ აქტივობებში.

✅გაითვალისწინეთ, სატყეო სკოლაში მოსწავლის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომელიც რეგულარულად დაესწრება ლექციებს. საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ 2 გაცდენა.
✅პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა -  https://forms.gle/1nyM53YqPRFUKYz1A 
✅განაცხადების მიიღების ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი

კურსი შემუშავებულია „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში,  კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშორმლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით. პროექტის სამთავრობო პარტნიორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული სატყეო სააგენტო,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი,  სოფლის განვითარების სააგენტო. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ქეთევან ორველაშვილს (ტელ: 577 951 851, ელფოსტა: ketevani.orvelashvili@eiec.gov.ge)  

საჯარო განხილვები