ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

ონლაინ სემინარი ,,სატროფეო ნადირობის საერთაშორისო პრაქტიკა - სამონადირეო ტურიზმი გამოწვევები და შესაძლო პოტენციალი საქართველოსთვის“

ონლაინ სემინარი ,,სატროფეო ნადირობის საერთაშორისო პრაქტიკა - სამონადირეო ტურიზმი გამოწვევები და შესაძლო პოტენციალი საქართველოსთვის“

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ინიციატივით, 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაიმართება ონლაინ სემინარი ,,სატროფეო ნადირობის საერთაშორისო პრაქტიკა - სამონადირეო ტურიზმი გამოწვევები და შესაძლო პოტენციალი საქართველოსთვის“. სემინარს გაუძღვება საერთაშორისო ექსპერტი ხალილ კარიმოვი.

პრეზენტაცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე და უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი.

საქართველოში, ბოლო წლებში, აქტიურად მიმდინარეობს მდგრადი ნადირობის ჩამოყალიბება და სანადირო სექტორის საკანონმდებლო მოწესრიგება, მომზადებულია ნადირობის კანონპროექტი. მდგრადი ნადირობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

რეფორმის ფარგლებში, საჭიროა, ყველა შესაძლო ინფორმაცია კარგად იყოს გაანალიზებული.

ნადირობის მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის მომზადების პროცესში ასევე საინტერესოა სამონადირეო ტურიზმის პოტენციალის განხილვაც. სემინარი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ საზოგადოებას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილოს სატროფეო ნადირობის საკითხები.

სემინარზე დასასწრებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: Join Zoom Meeting

https://zoom.us/j/93772653565?pwd=azZMMjNoTGMrMzVkb1V4SEJZS2NyQT09  

Meeting ID: 937 7265 3565

Passcode: 409138

საჯარო განხილვები