ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

აგროსკოლაში მოსწავლეების მიღება იწყება!

აგროსკოლაში მოსწავლეების მიღება იწყება!

თუ ხარ აგრარული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლე, გინდა მიიღო ცოდნა სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ და გაქვს სურვილი, ჩაერთო აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ეს პროგრამა შენთვის არის.  

აგროსკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროფესიების პოპულარიზაციას.
აგროსკოლაში სწავლის შესაძლებლობა აქვს  IX-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც
აინტერესებს სოფლის მეურნეობა;
შეუძლია კვირაში 4 საათის დათმობა ჩვენი შეხვედრებისთვის;
აქვს წვდომა ინტერნეტთან.

აგროსკოლაში სწავლა დაიწყება 14 ნოემბერს. შეხვედრები გაიმართება ონლაინ ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 16:00-დან 18:00 საათამდე. 

სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობით როგორც აგრარულ საკითხებს, ასევე განივითარებთ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარს და რაც მთავარია, შეიძენთ მეგობრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

პროგრამის ფარგლებში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას შემდეგ თემებზე: 
სოფლის მეურნეობის განვითარება
სოფლის მეურნეობა დღეს/ფერმერთა შესაძლებლობები
სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები
ფერმერული მეურნეობის მართვა და მენეჯმენტი
ღვინის ისტორია და დეგუსტაცია
ქართული ვაზის ჯიშები და ველური ვაზის მოძიების და დაცვის ისტორია საქართველოში
მებოსტნეობა
ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა
აკვაკულტურა და მეთევზეობა
ვეტერინარია და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები 
მეცხოველეობა და მეფრინველეობა
ბიომეურნეობა 
ნიადგმცოდნეობა
გაუდაბნოება და გადაძოვება 
სურსათის უვნებლობა
კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
განათლების როლი აგრარულ სექტორში 
აგროტურიზმი

სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები, კერძოდ:

✅რეალური მაგალითების განხილვა 
✅როლური თამაშები
✅დისკუსიები
✅საინტერესო სტუმრები 
✅საველე გასვლა სასათბურე მეურნეობაში
✅ვიზიტი ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში

სწავლის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აგროსკოლის მოსწავლის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომელიც რეგულარულად დაესწრება ლექციებს. საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ 3 გაცდენა.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://docs.google.com/forms/d/1ClTIiqGAi15iquAsR3uQiUmeg0J2-XyOJ1U6nq2sAXA/viewform?fbclid=IwAR2soRLUDtarxx9-b0nW-2s8XHGLGvnMSislGpvkYFK_faCBQZh-BoLRLd8&edit_requested=true 

განაცხადებების მიიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტს ანა მანჯავიძეს (ტელ: 555233536; ელ.ფოსტა: ana.manjavidze@eiec.gov.ge).


 

საჯარო განხილვები