ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

ონლაინ სემინარი მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკოეტიკეტირების შესახებ

ონლაინ სემინარი მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკოეტიკეტირების შესახებ

2023 წლის 14 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება ონლაინ სემინარი მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკოეტიკეტირების შესახებ.

სემინარზე განხილული იქნება მდგრადი სახელმწიფო შესყიდვების (SPP) და ეკოეტიკეტირების ძირითადი მიღწევები,  გამოწვევები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიღებული გამოცდილება.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო ინსტიტუტების, აკადემიის, ბიზნეს ასოციაციების, არაკომერციული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, პროგრამის „EU4Environment“ განმახორციელებელი სააგენტოები.

შეხვედრა ორგანიზებულია UNEP-ის მიერ ევროკავშირის დაფინანსებული რეგიონული პროგრამის „EU4Environment“ ფარგლებში, რომელიც ეხმარება ხუთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს,  მოლდოვას და უკრაინას - შეინარჩუნონ და უკეთ გამოიყენონ თავიანთი ბუნებრივი კაპიტალი, გაზარდონ ხალხის ეკოლოგიური კეთილდღეობა. პროგრამას ახორციელებს ხუთი საერთაშორისო პარტნიორი: OECD, UNIDO, UNEP, UNECE და მსოფლიო ბანკი.

სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე: 

https://zoom.us/meeting/register/tJcqdu6rqz0oEtE-uO4onhj-ewNSSuiSeACc

საჯარო განხილვები