ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

2023 წლის 11 დეკემბერს, 12:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში (მის: ახმეტა, გიორგი ჭანტურიას N1) გაიმართება ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა. 

აღსანიშნავია, რომ 2020-2022 წელს, ახმეტის სატყეო უბნის  ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განახორციელა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ.

სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სამინისტროში შემდეგი დოკუმენტაცია წარმოადგინა: 

ახმეტის სატყეო უბნის  ტყის მართვის გეგმის პროექტი;
ჯამური ცხრილები და დაპროექტებული ღონისძიებები;
ტაქსაციური აღწერები;
კარტოგრაფიული მასალები.

შენიშვნებისა და კომენტარებისთვის,  10 დეკემბრამდე, დაუკავშირდით ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს ზაზა ნონაშვილს (ტელ: 591 061 560, ელ-ფოსტა: Zaza.Nonashvili@mepa.gov.ge).

დამატებითი დოკუმენტაცია ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე -  https://drive.google.com/drive/folders/1-zjvPyZ9dZ9au1i8OLqn8Hk7M5DV7-WP?fbclid=IwAR3O7Fl4nhrAgRA1pGEjNpf5adEmuuVkClB3jLJpsUYhuQmMTe70O1xs7LU 

 

საჯარო განხილვები