ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

შპს „კამარა ენერჯის" მდ. თერგზე 16,62 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის გადადებასთან დაკავშირებით

შპს „კამარა ენერჯის" მდ. თერგზე 16,62 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის გადადებასთან დაკავშირებით

შპს „კამარა ენერჯის" მდ. თერგზე 16,62 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ  2023 წლის 27 ნოემბერს 16:00 საათზე სოფ. გორისციხის რიტუალების სახლის შენობაში და 2023 წლის 28 ნოემბერს 13:00 საათზე სოფ. სიონის რიტუალების სახლის შენობაში დაგეგმილი საჯარო განხილვები გადაიდო მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა საჯარო განხილვის ადგილზე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ჩასვლა.

დამატებით გაცნობებთ, რომ შექმნილი მდგომარეობის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფილი იქნება საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის განმეორებით გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

საჯარო განხილვები